კოალიციაში გაწევრიანება

კოალიციის წევრი შეიძლება გახდეს ნებისმიერი არასამთავრობო ორგანიზაცია, ბიზნეს ასოციაცია, პროფესიული ასოციაცია და მედია საშუალება, რომელიც მხარს უჭერს და იზიარებს კოალიციის მიზნებს და ამოცანებს.

კოალიციის წევრი შეიძლება გახდეს ორგანიზაცია, რომელიც:

  1. რეგისტრირებულია საქართველოში;
  2. იზიარებს კოალიციის მიზნებს და ურთიერთგაგების მემორანდუმის სულისკვეთებას, გამოხატავს მზაობას კოალიციის სხვა წევრებთან თანამშრომლობაზე კოალიციის საერთო მიზნების მისაღწევად;
  3. აქვს მკვეთრად გამოხატული ინტერესი ანდა სათანადო გამოცდილება მართლმსაჯულების რეფორმის და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში.

კოალიციის წევრობით დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა წერილობით უნდა მიმართონ მმართველ კომიტეტს. წერილობითი განცხადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

  1. ორგანიზაციის დასახელება;
  2. სამართლებრივი ფორმა;
  3. რეგისტრაციის თარიღი;
  4. ინფორმაცია ხელმძღვანელი პირების შესახებ;
  5. საკონსტაქტო ინფორმაცია;
  6. საკონტაქტო პირის ვინაობა;
  7. საქმიანობის ძირითადი მიმართულებები;
  8. ინფორმაცია პარტნიორი ორგანიზაციების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  9. კოალიციაში გაწევრიანების მოტივაცია და რა წვლილის შეტანა შეუძლია კოალიციის მუშაობაში (მაქსიმუმ 250 სიტყვა);
  10. იმ ძირითადი პრობლემების მოკლე აღწერა, რომლებზეც კოალიციამ უნდა იმუშავოს დამოუკიდებელი და ეფექტური მართლმსაჯულების მისაღწევად (მაქსიმუმ 250 სიტყვა);
  11. მოკლე ინფორმაცია მიმდინარე ან განხორციელებული პროექტების შესახებ, რომლებიც დაკავშირებულია სასამართლოს დამოუკიდებლობასთან ან მართლმსაჯულების რეფორმასთან ქვეყანაში (ასეთის არსებობის შემთხვევაში) (მაქსიმუმ 250 სიტყვა).

კომიტეტი კოალიციის ახალი წევრების მიღების თაობაზე მსჯელობს მინიმუმ თვეში ერთხელ და იღებს გადაწყვეტილებას დაინტერესებული ორგანიზაციების კოალიციის წევრად მიღების ან მიღებაზე უარის თქმის შესახებ განცხადებით მიმართვიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღის განმავლობაში.

კომიტეტი გადაწყვეტილებას წევრად მიღების თაობაზე იღებს ორგანიზაციის გამოცდილების; კოალიციის მიზნებთან და ამოცანებთან შესაბამისობის და კოალიციის საქმიანობაში წვლილის შეტანის პოტენციალის გათვალისწინებით.

უარი განმცხადებლი ორგანიზაციის კოალიციის წევრად მიღების თაობაზე განმცხადებელს უნდა ეცნობოს წერილობით გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში.

საკონტაქტო პირი: ანა ჯობავა
ტელ: +995 (32) 2505404
ელ.ფოსტა: ajobava@ewmi.org
მისამართი: მარჯანიშვილის ქ. 5, მე-3 სართ.

ამავე კატეგორიაში:

განცხადებები:

პუბლიკაციები:

სიახლე:

ელ-ბიულეტენი:

გამოიწერეთ კოალიციის პერიოდული ბიულეტენი. მიიღეთ ინფორმაცია ჩვენი საქმიანობის შესახებ.

დაკავშირება:

  • თბილისი 0102, საქართველო მარჯანიშვილის ქ. 5, მე-3 სართული.

  • +995 (32) 2505404