კოალიცია ვენეციის კომისიას წარუდგენს თავის მოსაზრებებს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ მიღებულ ცვლილებებზე

მიმდინარე წლის 20 მაისს, კოალიციას „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ დაუკავშირდა ვენეციის კომისიის საკონსტიტუციო მართლმსაჯულების განყოფილების ხელმძღვანელი, ბატონი შნუც როდულფ დური და სთხოვა საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საკანონმდებლო ცვლილებებზე მოსაზრების წარდგენა.

ვენეციის კომისია, საქართველოს პრეზიდენტის მიმართვის საფუძველზე, ამზადებს დასკვნას აღნიშნულ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით. შესაბამისად, კომისია დაინტერესდა იმით, თუ როგორ აფასებს კოალიცია ცვლილებების მიზანს, მათი მიღების პროცესს, ცალკეულ დებულებებს, რომლებიც ეხება მოსამართლეთა უფლებამოსილების ვადას, პლენუმის კომპეტენციის ზრდას, გადაწყვეტილების გამოქვეყნების წესს, პლენარული სესიის კვორუმის ცვლილებას და სხვ.

კოალიციამ მოამზადა ვრცელი დოკუმენტი, რომელშიც მოცემულია ცვლილელებების დეტალური სამართლებრივი ანალიზი და შეფასებულია მათი გავლენა საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობაზე.

კოალიცია უარყოფითად აფასებს საკანონმდებლო ცვლილებებს და მიიჩნევს, რომ მათი ამოქმედება გამოიწვევს საკონსტიტუციო სასამართლოს პარალიზებას და მისი როლის დაკნინებას, რაც მნიშვნელოვნად დააზიანებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას.

დოკუმენტის ჩამოტვირთვა:

მსგავსი მასალა:

განცხადებები:

პუბლიკაციები:

სიახლე:

ელ-ბიულეტენი:

გამოიწერეთ კოალიციის პერიოდული ბიულეტენი. მიიღეთ ინფორმაცია ჩვენი საქმიანობის შესახებ.

დაკავშირება:

  • თბილისი 0102, საქართველო მარჯანიშვილის ქ. 5, მე-3 სართული.

  • +995 (32) 2505404