საპროცესო შეთანხმების გამოყენება საქართველოში

საქართველოში საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი, როგორც სისხლის სამართლისმართლმსაჯულების სფეროში სამართლებრივი რეფორმის მნიშვნელოვანი ნაწილი, 2004 წლიდან ამოქმედდა. რეფორმის მიზანი იყო გამეფებულ მაღალი დონის კორუფციასთან ბრძოლა დაორგანიზებული დანაშაულის დამარცხება. საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტმა მნიშვნელოვანიადგილი დაიკავა ქვეყანაში არსებულ სისხლის სამართალწარმოებაში. დღეის მდგომარეობითსისხლის სამართლის საქმეების უმეტესი ნაწილი სწორედ საპროცესო შეთანხმებით სრულდება.

წინამდებარე ანგარიში მომზადდა სწორედ საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტის გამოყენებასთან დაკავშირებით. ანგარიში ძირითადად მოიცავს საპროცესო შეთანხმების გამოყენების პრაქტიკისანალიზს, რომელიც მომზადებულია კოალიცია “დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” ფარგლებში შექმნილი სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სამუშაო ჯგუფის წევრი ორგანიზაციების მიერ.

კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ 2011 წლის 29 აპრილს ჩამოყალიბდა და ის 32 არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს. კოალიციის მიზანია, ხელი შეუწყოს სასამართლოს მიმდინარერეფორმების მონიტორინგსა და დამოუკიდებელი და გამჭვირვალე სასამართლოსთვის ადვოკატირების პროცესში პროფესიული იურიდიული ასოციაციების, იურიდიული უფლებების სფეროში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პროფესიული და ბიზნეს ასოციაციებისგაერთიანებას.

კოალიცია შექმნილია შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროექტის “სამოქალაქო ინიციატივა დამოუკიდებელი სასამართლოსთვის” ფარგლებში. პროექტი ხორციელდება ევრაზიის თანამშრომლობის ფონდისმიერ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტთან (EWMI) თანამშრომლობით.

კოალიციის ფარგლებში შექმნილი სისხლის სამართლის სამუშაო ჯგუფის წევრები არიან შემდეგიორგანიზაციები: კონსტიტუციის 42-ე მუხლი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ადამიანის უფლებათა ცენტრი, საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველო”, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი, ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრი.

დოკუმენტის ჩამოტვირთვა:

ამავე კატეგორიაში:

განცხადებები:

პუბლიკაციები:

სიახლე:

ელ-ბიულეტენი:

გამოიწერეთ კოალიციის პერიოდული ბიულეტენი. მიიღეთ ინფორმაცია ჩვენი საქმიანობის შესახებ.

დაკავშირება:

  • თბილისი 0102, საქართველო მარჯანიშვილის ქ. 5, მე-3 სართული.

  • +995 (32) 2505404