მართლმსაჯულების სისტემა საქართველოში

საქართველოს სასამართლო სისტემა ჯერ კიდევ მნიშვნელოვანი გარდაქმნების პროცესშია. ინტენსიური რეფორმების ფონზე არაერთი მიმართულებაგანიცდის ცვლილებას. მართლმსაჯულებაში მიმდინარე და განხორციელებული რეფორმების პარალელურად, მნიშვნელოვანია არსებული ვითარების გაანალიზება, რათა განისაზღვროსრეფორმის მასშტაბებიდაგამოიკვეთოსსამომავლო მიმართულებები.

წარმოდგენილი ანალიზის მიზანია სწორედ იმ მოცემულობის შეფასება, რაც სასამართლო ხელისუფლებაში ბოლო დროს განხორციელებული არსებითი ცვლილებების შემდეგ გამოიკვეთა. ანალიზის მომზადებას წინ უსწრებდა მნიშვნელოვანი ცვლილებები კანონმდებლობაში, რაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და არასამთავრობო სექტორის ხანგრძლივი, ნაყოფიერი კომუნიკაციის შედეგია. ცვლილებები შეეხო არაერთ არსებით საკითხს, მათ შორის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პოლიტიკური ნეიტრალიტეტის გაზრდას, მოსამართლეთა მივლინებას, დისციპლინური სამართალწარმოების განსაჯაროებას და სხვა.

2012 წლის 27 მარტის ცვლილებები „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში, „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში, „საერთო სასამართლოებში საქმეთა განაწილებისა და უფლებამოსილების სხვა მოსამართლისათვის დაკისრების წესის შესახებ“ საქართველოს კანონში.

დოკუმენტის ჩამოტვირთვა:

ამავე კატეგორიაში:

განცხადებები:

პუბლიკაციები:

სიახლე:

ელ-ბიულეტენი:

გამოიწერეთ კოალიციის პერიოდული ბიულეტენი. მიიღეთ ინფორმაცია ჩვენი საქმიანობის შესახებ.

დაკავშირება:

  • თბილისი 0102, საქართველო მარჯანიშვილის ქ. 5, მე-3 სართული.

  • +995 (32) 2505404