ბოლო განახლება: 8 დეკემბერი 2022

კოალიციამ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრების თანამდებობაზე ასარჩევად კანდიდატები წარადგინა

news 2022 11 10

კოალიციამ დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის წარადგინა კოალიციის მიერ მხარდაჭერილი ხუთ არამოსამართლე წევრობის კანდიდატი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოში.

ამ წლის 30 სექტემბრიდან, პარლამენტში გამოცხადდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 5 არამოსამართლე წევრის შესარჩევი კონკურსი.

კონკურსში მონაწილეობას იღებს კოალიციის მიერ მხარდაჭერილი 5 კანდიდატი, რომლებიც კოალიციაში შემავალმა ცალკეულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ასევე უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა წარადგინეს:

ლიკა საჯაია - ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის პროფესორი;

ანა აბაშიძე - პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის ხელმძღვანელი;

დიმიტრი ხაჩიძე - ადვოკატი; საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი;

სულხან სალაძე - კარგი მმართველობის და ინფორმაციის თავისუფლების პროგრამის ხელმძღვანელი (ღია სივრცე კავკასია);

გიორგი ბურჯანაძე - საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე;

პრესკონფერენციაზე კოალიციამ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ხელისუფლების მიერ ამ პროცესში გადასადგმელ ნაბიჯებზე, რაც მიმართული უნდა იყოს სასამართლოს სისტემის მართვის კონსენსუსზე ორიენტირებული რეფორმისკენ და მყარ დაბრკოლებებს უნდა უქმნიდეს ძალაუფლების კონცენტრირებას, რომლის მანკიერი პრაქტიკა დღეს სასამართლო სისტემაში არსებობს.

პარლამენტის სესიაზე 5 არამოსამართლე წევრის არჩევა ამ მიზნის მიღწევისთვის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი შეიძლება იყოს. აუცილებელია, თანამდებობაზე მოხვდნენ მიუკერძოებელი, კეთილსინდისიერი და კომპეტენტური კანდიდატები.

განცხადებები:

პუბლიკაციები:

სიახლე:

ელ-ბიულეტენი:

გამოიწერეთ კოალიციის პერიოდული ბიულეტენი. მიიღეთ ინფორმაცია ჩვენი საქმიანობის შესახებ.

დაკავშირება:

  • თბილისი 0102, საქართველო მარჯანიშვილის ქ. 5, მე-3 სართული.

  • +995 (32) 2505404