მართლმსაჯულების ფორუმი სისტემური გამოწვევებისა და რეფორმის პერსპექტივების შესახებ

2 ივლისს, USAID/PROLoG-ის მხარდაჭერით, კოალიციამ დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის გამართა მართლმსაჯულების ფორუმი - სასამართლო სისტემის გამოწვევები და რეფორმის პერსპექტივები.

ფორუმზე მომხსენებლებმა სასამართლო რეფორმის ძირითადი მიმართულებები გააანალიზეს; მათ შორის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმა, უზენაესი, პირველ და მეორე ინსტანციის სასამართლოებში მოსამართლეების დანიშვნა და სასამართლო რეფორმის მე-3 და მე-4 ტალღების შეფასება.

კოალიციამ ხაზი გაუსვა, რომ მიუხედავად რეფორმის რამდენიმე ტალღისა, დამოუკიდებელი და სამართლიანი სასამართლო სისტემა, რომელიც საზოგადოების მაღალი ნდობით სარგებლობს, მიუღწეველი რჩება. კოალიციის რეკომენდაციები არსებულ სისტემაში ძალთა ბალანსის ძირეულ შეცვლას ისახავს მიზნად. კერძოდ, შეთავაზებულ იქნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმა პოლიტიკური კონსენსუსის საფუძველზე არამოსამართლე წევრების არჩევისა და საბჭოს მიერ ორმაგი 2/3-ით გადაწყვეტილების მიღების წესის საშუალებით; ასევე, ხაზი გაესვა უზენაესი, პირველი და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა დანიშვნების პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფასა და საპარლამენტო კომისიის მიერ აქამდე განხორციელებული რეფორმების შეფასებას.

ფორუმს არასამთავრობო ორგანიზაციების, საელჩოს, სახალხო დამცველის აპარატის, ადვოკატთა ასოციაციისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები დაესწრნენ.

განცხადებები:

პუბლიკაციები:

სიახლე:

ელ-ბიულეტენი:

გამოიწერეთ კოალიციის პერიოდული ბიულეტენი. მიიღეთ ინფორმაცია ჩვენი საქმიანობის შესახებ.

დაკავშირება:

  • თბილისი 0102, საქართველო მარჯანიშვილის ქ. 5, მე-3 სართული.

  • +995 (32) 2505404