ბოლო განახლება: 29 მარტი 2024
განცხადებები
-
კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ იცავს ყოფილი მოსამართლის, მაია ბაქრაძის, ინტერესებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინააღმდეგ სასამართლო დავაში.
-
კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის უარყოფითად აფასებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტს, რომლითაც ცვლილებების შეტანა იგეგმება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში.
-
„კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ ეხმიანება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტს, რომლის მიზანიც არის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნა.
-
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო და საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა აქვეყნებენ შეფასებას, სადაც წარმოდგენილია ამ ორგანიზაციების მოსაზრებები 2017 წლის 16 ოქტომბერს გამოცხადებული მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსის მიმდინარეობასა და შედეგებზე.
-
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ კოალიცია მხარს უჭერს სისტემური რეფორმების გაგრძელებას სასამართლოში და ვიმედოვნებთ, რომ მეოთხე ტალღის ცვლილებები უპასუხებს იმ გამოწვევებს, რაც სასამართლოში არაფორმალური და არაჯანსაღი მმართველობის, ინდივიდუალური მოსამართლის გაძლიერების და ანგარიშვალდებულების...
-
კრიმინალის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლა სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი უფლებამოსილებაა, მაგრამ აღნიშნული ყოველთვის ადამიანის უფლებების მაქსიმალური პატივისცემით უნდა წარიმართოს.
-
კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“, საქართველოს სახალხო დამცველთან ერთად, ეხმიანება ბოლო დროს გავრცელებულ ინფორმაციას დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის თაობაზე და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს პროცესი დროულად, გამჭვირვალედ, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით წარმართოს.
-
ინსპექტორის შერჩევის პროცესთან დაკავშირებული ინფორმაციის სრულად დახურვა აჩენს ეჭვებს კონკურსის შედეგით საბჭოს არაჯანსაღი დაინტერესების თაობაზე და ამცირებს შერჩეული კანდიდატის მიერ საზოგადოების ნდობის მოპოვების პერსპექტივას.
-
გასაუბრების ეტაპზე დაკვირვების შედეგად გამოიკვეთა, რომ საბჭოს განახლებული შემადგენლობაც ვერ ახერხებს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის მიუკერძოებლად წარმართვას და ხშირ შემთხვევაში ეს პროცესი ფორმალურ ხასიათს ატარებს.
-
კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“ ეხმიანება შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებას,[1] რომელიც შეეხებოდა, მიმდინარე წლის 22 სექტემბერს, პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან დაკავებული მოქალაქის მიმართ შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტს.
დაკავშირება:
თბილისი 0102, საქართველო მარჯანიშვილის ქ. 5, მე-3 სართული.
+995 (32) 2505404