კომენტარები სასამართლო რეფორმის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით

"ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC)" 2016 წლის მარტში სასამართლო სისტემის რეფორმის სტრატეგიული მიმართულებებისა და 2016-2020 წლების სამოქმედო გეგმის პროექტთან დაკავშირებით წარადგინა საკუთარი მოსაზრებები, რომელიც ითვალისწინებდა ზოგად შენიშვნებსა და კონკრეტული ხასიათის რეკომენდაციებს. EMC-ის რეკომენდაციების საფუძველზე, სამოქმედო გეგმის განახლებულ ვერსიაში აისახა რიგი საკითხები, რაც დადებითად უნდა შეფასდეს, თუმცა, მიზანშეწონილად მივიჩნევთ, კიდევ ერთხელ წარმოვადგინოთ მოსაზრებები იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც დამატებით გაუმჯობესებას საჭიროებს.

სასამართლო სისტემის რეფორმის სტრატეგიული მიმართულებები და 2016-2020 წლების სასამართლო სისტემის სამოქმედო გეგმა წარმოადგენს მნიშვნელოვან დოკუმენტებს, რომელმაც უნდა განსაზღვროს სასამართლო სისტემის გარდაქმნის პროცესში შემდგომი რეფორმების განხორციელების მიმართულებები და სასამართლოს დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობისა და ეფექტიანობის განმტკიცების მიზნით შესასრულებელი ძირითადი აქტივობები. შესაბამისად, მნიშვნელოვანია დოკუმენტები მოიცავდეს ყველა არსებით, სისტემურ და ინსტიტუციურ საკითხს და მიზნად ისახავდეს სასამართლო სისტემაში არსებული იმ ხარვეზების აღმოფხვრას, რაც უარყოფითად აისახება სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობაზე, ასევე საზოგადოების მხრიდან მის მიმართ ნდობის ხარისხზე. სამოქმედო გეგმის გრძელვადიანი ხასიათიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია იგი მოიცავდეს სასამართლო სისტემის რეფორმის მიმართ ფართო ხედვასა და მოცულობით აქტივობებს, რომელიც რეალურ, ხელშესახებ შედეგებს გამოიწვევს სასამართლო სისტემის გარდაქმნის პროცესში. ამასთან, მიგვაჩნია, რომ ინსტიტუციურ რეფორმებთან ერთად მეტი აქცენტი უნდა გაკეთდეს სასამართლოს შინაარსობრივ გაძლიერებაზე, მართლმსაჯულების ხარისხის, ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული სისტემის შექმნაზე. ასევე, პრიორიტეტულ მიმართულებად გამოსაყოფია ინდივიდუალური მოსამართლის როლის გაძლიერება.

დოკუმენტის ჩამოტვირთვა:

ამავე კატეგორიაში:

განცხადებები:

პუბლიკაციები:

სიახლე:

ელ-ბიულეტენი:

გამოიწერეთ კოალიციის პერიოდული ბიულეტენი. მიიღეთ ინფორმაცია ჩვენი საქმიანობის შესახებ.

დაკავშირება:

  • თბილისი 0102, საქართველო მარჯანიშვილის ქ. 5, მე-3 სართული.

  • +995 (32) 2505404